სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” საქართველოს მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.

Back to top button