გია გაბრიჭიძე: უცნაური და არამეგობრულია ქალბატონ დეგნანის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ ლეგიტიმურ შეკითხვებზე დუმილი

საკმაოდ უცნაური და არამეგობრულია ქალბატონ დეგნანის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ საკმაოდ ლეგიტიმურ შეკითხვებზე დუმილი. უცნაურია, რადგან ამ შეკითხვების დასმა ამ დეპუტატების პირადი ინიციატივა კი არა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არის წამოსული – ამის შესახებ სოციალრ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე წერს.

 

მისი თქმით, შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობა გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რაც ჩვენი ქვეყნების მეგობრობისთვის ნამდვილად არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

„საკმაოდ უცნაური და არამეგობრულია ქალბატონ დეგნანის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ საკმაოდ ლეგიტიმურ შეკითხვებზე დუმილი. უცნაურია, რადგან ამ შეკითხვების დასმა ამ დეპუტატების პირადი ინიციატივა კი არა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არის წამოსული. ნამდვილად გვაინტერესებს, რა დოზით “მეგობრობს” ქალბატონი ელჩი რადიკალურ ოპოზიციასთან, ფაქტობრივად პოლიტიკურ ძალად ქცეულ არასამთავრობო სექტორთან და უმთავრესი – შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მოსთხოვა თუ არა მას უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის ლობირება. ეს შეკითხვები ნამდვილად გვაწუხებს და მათზე პასუხის გაუცემლობა გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რაც ჩვენი ქვეყნების მეგობრობისთვის ნამდვილად არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი“ – წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Back to top button