„არასამთავრობო სექტორს მივმართავ – გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ალექსანდრე ზივზივაძე, „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, ძალადობრივ აქციას აორგანიზებს. საზოგადოებამ რომ იცოდეს – ხომ არ იცით, საიდან ფინანსდება?“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღამსრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა იკითხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
„ვინმე ცოტე კობერიძე თვითონ წერს: „მივმართავ პოლიციელებს – გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაგივლით.“ ხომ არ იცით საიდან ფინანსდება ეს ძალადობა?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.