პოლიტიკა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ
მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი – ომი და ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, პარალელურად კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ ემა და თქვენ ყველას, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ. ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი რომ იტყვიან გამოვიარეთ მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანს დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ასე რომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა და ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ კითხვების დასმაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა, სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაცია არის საფუძველმოკლებული,”- განაცხადა პრემიერმა.
ვრცლად -
ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე
რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია…
ვრცლად -
პრემიერი: ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში
ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ არ იყო დაცული საკუთრების უფლება საქართველოში 2012 წლამდე. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში.…
ვრცლად -
სოზარ სუბარი: კელი დეგნანს მინდა დავუსვა შეკითხვა, შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება
საქართველოს პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “როგორც საზოგადოებას…
ვრცლად -
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლებისმოყვარე და გონიერია ვიდრე თქვენ გეჩვენებათ
ნამდვილად გაუგებარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკოსებს სათავეში თქვენ უდგეხართ ქალბატონო ელჩო! – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერში” წერს.…
ვრცლად -
ნანა კაკაბაძე: მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება, ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან “ლიბერალები” ბოლო შანსს გრძნობენ
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედებს ლოზუნგი – „ფსევდო ლიბერალებო ყველა ქვეყნისა, თბილისში შეერთდით”… ყველა მათგანს აერთიანებს ერთი მთავარი მიზანი –…
ვრცლად -
მამუკა მდინარაძე: როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემენ, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს ამ პირობებში
როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემენ, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების…
ვრცლად -
მამუკა მდინარაძე: რუსეთმა ერთადერთი მარტივი წითელი ხაზი ვერ გადალახა – ვერ შეუწყვიტა ხოშტარიებს ოჯახს სამკვიდრო ჰონორარი
,,რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანაა, რომელიც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. შეჭრილია, ხოცავს ჯარისკაცებს კი არა ყველას, დიდსა და პატარას და ერთადერთი…
ვრცლად -
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები, ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, კარგი იქნებოდა, მათი დამაჯერებლობა უფრო მყარი ყოფილიყო
როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება, არავის მიეცემა საშუალება, რაღაც თემაზე დამატებითი კითხვები დაისვას. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე, კი…
ვრცლად -
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ, ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ, რაღაცეები ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგად რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებით დასავლური ინტერესების გამტარებლები
დავეთანხმოთ ელჩს განსაკუთრებით იმაში, რომ რუსული ინტერესი ჩანს ხოლმე ბოლოს და ინტერესი კი არ ჩანს მარტო, ჩანს შედეგიც. ჩვენ შემთხვევით…
ვრცლად