ჯაბა სამუშიამ კორნელი კეკელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორებმა, სტუდენტებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კორნელი კეკელიძის 145 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კორნელი კეკელიძე 145 – საიუბილეო დღეების“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტისა და ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა 2024-ის“ გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია თაობათა კავშირის უწყვეტობა და ზამთრის ქართველოლოგიურის სკოლა, რომელიც წელს კორნელი კეკელიძის 145 წლის იუბილეს მიეძღვნა, სხვა მრავალ მიზანთან ერთად, ამ კავშირის უწყვეტობასაც ემსახურება. „ამ ღონისძიებებით პატივს მივაგებთ უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლის, ქართული ფილოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის კორნელი კეკელიძის ღვაწლს“, – აღნიშნა ნანა გაფრინაშვილმა.

თსუ-ის ინფორმაციით, დეკანმა წარმატება მიულოცა ზამთრის სკოლის გამარჯვებულებს და მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა.

„კორნელი კეკელიძე 145 – საიუბილეო დღეების“ ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია – „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button