„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მეორე მოსმენით მიღებულია! აუცილებელია ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა, რადგან ეს არა მხოლოდ სუვერენიტეტის, არამედ, უკვე სახელმწიფოებრივი მდგრადობის საკითხია.
პოლიტიკური უმცირესობის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს კანონშემოქმედება დამოკიდებული. მამული, ენა, სარწმუნოება! გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.