გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერს: კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებს უმოწყალოდ არბევთ! ფარისევლებო!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“.

გოგა ხაინდრავა პარალელს აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან ავლებს.

„საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა – მეთიუ მილერი. თქვენ ტრაექტორიას მიხედეთ! სადაცაა ჯოჯოხეთში ამოჰყოფთ თავს! თქვენ რასაც თესავთ იმას იმკით! ამერიკელი ხალხია ცოდო! კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებს უმოწყალოდ არბევთ! ფარისევლებო! დირეს მიხედეთ!“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

Back to top button