დიმიტრი ხუნდაძე ახალგაზრდებს: რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლონ და ზედაპირულად არ შეხედონ საკითხს, რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა – წაუკითხაობითა და ღირებულებების დაცლით

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ საქართველოს სურს – ახალგაზრდები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და საკუთარი ხელით არ უნდა გააკეთონ ის, რაც მათივე ინტერესს ეწინააღმდეგება.

„დღეს მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით – ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. კანონი ქართულია, იცავს ქვეყნის ინტერესებს და აძლიერებს მის სუვერენიტეტს. რადგან ამ კანონის ქართულობა შინაარსშიც იკითხება, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას რუსული და დაუკვეთეს წაუკითხავად მისი გაპროტესტება. დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ საქართველოს სურს. ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც თავისი ქვეყნის პოლიციას სამიზნედ ეძებს, ამაზე უნდა დაფიქრდნენ და საკუთარი ხელით არ უნდა გააკეთონ ის, რაც მათივე ინტერესს ეწინააღმდეგება. ამისთვის საჭიროა რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლონ და ზედაპირულად არ შეხედონ საკითხს. რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა – წაუკითხაობითა და ღირებულებების დაცლით“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

Back to top button