ნინო წილოსანი: ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“, – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს დაფიქრდნენ – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით.

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით. ვისაც გჯერათ რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა, გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული და თუ არ გჯერათ რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან ნაცების ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, ერთი წამით დაფიქრდით – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით“, – წერს ნინო წილოსანი.

Back to top button