ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა: OC Media-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა – წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა “OC Media”-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს.

„ათი მცნება

  1. ღმერთი არ არსებობს;
  2. როცა კვდები, მართლა კვდები. „იმქვეყნიერი ცხოვრება“ იმისთვისაა რომ ცხოვრებაში არ აკეთო ის, რაც მოსასწრებია სანამ მთლიანად გაქრები;
  3. ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა;
  4. არაფერი „არ სჭირს“ ქართულ ეკლესიას. სმე და მისი საპატრიარქოც ჯერ ფეოდალური ტერორის ნაწილი იყო, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი, მას შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო სააგენტოა; სკოლაში ნასწავლი სისულელეებით ნუ ცხოვრობ;
  5. ეკლესია თუ იმისთვის გინდა რომ სხვისი კი არა, შენი იდეები იქადაგოს, პოლიტიკის და რელიგიის აღრევა კი არა, მხოლოდ საკუთარი სისუსტე განაღვლებს. გაძლიერდები და იგივეს ჩამდენი ხარ;
  6. ნუ ატყუებ საზოგადოებას რომ ევროპა ლგბტ უფლებებს, გეი პრაიდს და ორზე მეტ გენდერს არ ნიშნავს. მაგასაც ნიშნავს. პატივი ეცი საკუთარ მოსაზრებებს, თუნდაც არაპოპულარული იყოს;
  7. თუ ათეისტი ხარ, ნუ ამბობ რომ „რელიგია მაინც სჭირდება ხალხს“. თუ უღმერთობის „სიბრძნეს შეწვდი“, როგორმე სხვებიც მოახერხებენ, გენიოსი არ ხარ, უბრალოდ უფრო მეტი სახსარი გაქვს;
  8. კი, რელიგიური რწმენა ზოგჯერ ჩაგვრის წინააღმდეგაც გამოიყენება, მაგრამ ნუ აზვიადებ ამას. სასურველის რეალობად გასაღება გულაცრუებით დასრულდება;
  9. რაც უფრო შეეცდები იყო ის რაც არ ხარ, მით უფრო მარტივად მოგაჭამენ თავს ქრისტეს ტომები. ძალა პატივს სცემს მხოლოდ ძალას. გულწრფელობა და სიმართლეც ძალაა;
  10. მშია (სათქმელი ამოვწურე ამიტომ ამით ვავსებ)“ – წერს შოთა ხინჩაგაშვილი Facebook-ზე.

 

Back to top button