ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა – მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!

„ეს კანონი არ არის რუსული, ეს არის ქრისტიანული,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და პოსტის ქვეშ აზიარებს ვიდეოს, სადაც სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანისა და მისი თანამოაზრეების მიერ გუშინ ქაშვეთის ეკლესიასთან გალობაა ასახული.

ქადაგიძე საჯარო ეგზორციზმად აფასებს ანა სუბელიანის გალობას.

„ეს კანონი არ არის რუსული, ეს არის ქრისტიანული. რაც გუშინ ხდებოდა არის საჯარო ეგზორციზმი. ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა. მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?! “ – წერს ქადაგიძე.

Back to top button