დავით ქართველიშვილი საპროტესტო აქციებზე: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.

ქართველიშვილი სვამს კითხვას – „განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა?“ და შემდეგ თავადვე პასუხობს „არასგზით!“

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით: ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს; გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები; სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით” უბრახუნებდნენ ერთმანეთს;

საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ; წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს; პატრიარქს „საზეიმოდ” აგინეს.

თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას” გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით: – მაშ „რუსულ კანონთან” ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს – გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო? – იყო, – დაეთანხმნენ „შინევროპელები”. – ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა? – რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ? – აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების” დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ. – შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა? საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ – წერს ქართველიშვილი.

Back to top button