ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საარტილერიო დასკვნითი წვრთნები გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი, ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა.

დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. 61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს.

საველე წვრთნებში 100-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული და დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა.

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.

Back to top button