ირაკლი კობახიძე: ენჯეოები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არავის უხარია

ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია. შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button