ნინო წილოსანი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მუქარაზე: წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.

„ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ. წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი…“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Back to top button