კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ ოდესმე ამერიკაში ფაშიზმი მოვა, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“ – რონალდ რეიგანი.
ახდა თქვენი წინასწარმეტყველება ბატონო პრეზიდენტო! მაშინ ისიც იყო წარმოუდგენელი, რომ თქვენი ფრაზა: „ბოროტების იმპერია“ ამერიკას შეეხებოდა! მადლობა ღმერთს ვერ მოესწარით ამ დროს. ჩვენგან განსხვავებით!“, – წერს სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავა.