ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის მდგომარეობით სესხებისა და დეპოზიტების ტენდენციებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2024 წლის აპრილის მდგომარეობით აქვეყნებს.

სესხების მიმდინარე ტენდენციები:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით (1.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.89%-ით).

2024 წლის აპრილის მდგომარეობით სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სესხები.

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.15 მლრდ ლარით, ანუ 5.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.51%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 616.79 მლნ ლარით, ანუ 2.06%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.74%-ით).

2024 წლის აპრილის მდგომარეობით დეპოზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: დეპოზიტები.

Back to top button