26 მაისის აღსანიშნავად, ქართული დროშის ფერებში განათდა დუბლინის Samuel Beckett ხიდი და დუბლინის ცენტრში გამოიფინა ქართული დროშები

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქართული დროშის ფერებში განათდა დუბლინის Samuel Beckett ხიდი და 21-27 მაისს დუბლინის ცენტრში გამოიფინა ქართული დროშები.

ასევე, დუბლინში, Marlay Park-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „კავკასიონი“.

 

Back to top button