დავით ქართველიშვილი: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი და გაოცებული, გაოგნებული ჟჟჟურნალისტები, მათ რიგებში აშკარად შეიმჩნევა დამწვრის სპეციფიური სუნი – მათი აზროვნების პლატების მწყობრიდან გამოსვლის გამო

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი და გაოცებული, გაოგნებული ჟჟჟურნალისტები… შეკითხვა: ევროკავშირმა (ბლა-ბლა-ბლა) – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ? პასუხი: იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია შეკითხვა: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ (ბლა-ბლა-ბლა) – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ? პასუხი: ვიმეორებ – იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია შეკითხვა: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა (ბლა-ბლა-ბლა) და ფაქტიურად ბაიდენმაც – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ? ამათზე მეტი ვინმე არსებობს კიდევ დუნიაზე? პასუხი: არსებობს. მისი უზენაესობა და აღმატებულება – ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია ჟჟჟურნალისტების რიგებში აშკარად შეიმჩნევა დამწვრის სპეციფიური სუნი – მათი აზროვნების პლატების მწყობრიდან გამოსვლის გამო: აქეთ ბაიდენი, ჰარისი და იქეთ ვიღაც ქართველი ხალხიო? ჩვენ შორის ეს რუბიკონი – გადაულახავია…”- წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button