გია აბაშიძე „ტაბულას“ ბანერზე: ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა

„ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა!“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე, სადაც მოყვანილია ციტატა ფსალმუნიდან და ასევე დათო გორგილაძის ფეისბუქ სტატუსი, სადაც გორგილაძე წერს – „ბიბლიური ელფერის ღამე იყო. ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა. საქართველომ იცის, რომ 84 უღალატებს“.

როგორც აბაშიძე წერს, არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან – რუბლებით დაფინანსებული „ევროპელობს“, ყოფილი ზონდერი „უფლებადამცველობს“, ანტიეკლესიური კი, „მქადაგებელი თეოლოგია“.

მისივე თქმით, უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება.

„ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა! არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან – რუბლებით დაფინანსებული „ევროპელობს“, ყოფილი ზონდერი „უფლებადამცველობს“, ანტიეკლესიური კი, „მქადაგებელი თეოლოგია“. უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება,“ – წერს გია აბაშიძე.

Back to top button