84 ხმით პარლამენტში, სუვერენული საქართველოსთვის ერთ-ერთი აუცილებელ კანონზე ფორმალური პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. ვულოცავ ყველა პატრიოტს და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივრებს! – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უმრავლესობის წევრები არ შეუშინდნენ რადიკალების და საგარეო აქტორების ბულინგს და მიიღეს ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. „84 ხმით პარლამენტში, სუვერენული საქართველოსთვის ერთ-ერთი აუცილებელ კანონზე ფორმალური პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. ვულოცავ ყველა პატრიოტს და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივრებს! „ქართული ოცნების“ კანონმდებლები არ შეუშინდნენ არც რადიკალი ნაცმარგინალების და არც უნამუსო საგარეო აქტორების ბულინგს და მიიღეს ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხოლო რაღაც „არამეგედონული სანქციების“ დაწესების არავის ეშინია, როცა საზოგადოება გვერდში უდგას მის მიერ არჩეულ მმართველ გუნდს. მალე დასრულდება უსამშობლო მანქურთების ბოგინი, როცა გაირკვევა მათი შავბნელი ფინანსების დანიშნულება, ხოლო ვისაც ეშინია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამჭვირვალობის, შეუძლია „ქუდი დაიხუროს“!“ – წერს აბაშიძე.

„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!“ – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით.

ის მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს ერთიანობისა და გონიერებისთვის.

მდინარაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ღირსეული მეგობრობისთვის არის მზად.

„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა!

ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე, უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს! #კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ“ – წერს მამუკა მდინარაძე.

Back to top button