გოგა ხაინდრავა ნანა ჯანელიძეს: კარიერას კომ.პარტიის ცკ-ს დავალების შესრულებით რომ დაიწყებ, ნაცსექტის ცკ-ს დირექტივით შვილების მამების დასაგმობად დარაზმვა პავლიკა მოროზოვის „მანიფესტით“ ამ გზის ლოგიკური ფსკერია!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში კინორეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიმართავს და გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების ვიდეოს აქვეყნებს.

„ამხანაგო ჯანელიძე! კარიერას კომ.პარტიის ცკ-ს დავალების შესრულებით რომ დაიწყებ, ნაცსექტის ცკ-ს დირექტივით შვილების მამების დასაგმობად დარაზმვა პავლიკა მოროზოვის „მანიფესტით“ ამ გზის ლოგიკური ფსკერია! თქვენი მორალით გაზრდილ ე.წ. GenZ თაობას რა დამართეთ, შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ!“, – წერს ხაინდრავა.

Back to top button