ზაალ ანჯაფარიძე: სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა – სადამდე უნდა ითმინოს ეს ყოველივე ჩვენმა საზოგადოებამ?

„ვნახე TV პირველის „ჟურნალისტების“ მამუკა მდინარაძის მოხუც მშობლებთან მივარდნის ამაზრზენი კადრები, რასაც ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო და მერე TV პირველის უსუსური თავის მართლება”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა.

„ვნახე ტვ-პირველის „ჟურნალისტების“ მამუკა მდინარაძის მოხუც მშობლებთან მივარდნის ამაზრზენი კადრები, რასაც ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო და მერე ტვ-პირველის უსუსური თავის მართლება.

ეს სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა.

კითხვა მიჩნდება, სადამდე უნდა ითმინოს ეს ყოველივე ჩვენმა საზოგადოებამ?”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button