ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ აბსოლუტურად განადგურებული სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ხორციელდება ვერტმფრენების რეაბილიტაცია

ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ საუკეთესო გამოსავალი ავირჩიეთ, ავაღორძინეთ აბსოლუტურად განადგურებული სახელმწიფო საწარმო სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ ვერტმფრენებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

Back to top button