მეუღლის ინფორმაციით, პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროფესორის მეუღლე ავრცელებს.

„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ – წერს ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, გახელაძის ცხედარს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის პროფესორს 6 დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ეძებდნენ.

Back to top button