ჯუანშერბურჭულაძე: საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, „შეკავების შესაძლებლობა” სისტემურ და მეთოდურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულების კონტექსტში მან თავდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმა აღნიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს უწყებაში შემუშავდა და გაიწერა ის პრიორიტეტები, რაზეც თავდაცვის განვითარება უნდა დაფუძნდეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მეთოდურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გაამახვილა ყურადღება.

„აღნიშნული სისტემა ჩამოვაყალიბეთ პარტნიორების დახმარებით. ისინი ყველა დეტალში იყვნენ ჩართულები. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი ესაუბრა მისი დანიშვნიდან. ჩვენ ზუსტად ვიმსჯელეთ ამ პრიორიტეტებზე. ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, – ასე განმარტა თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობა და დააკონკრეტა, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა იარაღები, რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10-წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული ყოველწლიური დახმარების პრიორიტეტებში ისეთი შეიარაღებაა ჩასმული, რაზეც რთულია წვდომა.

Back to top button