ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამისთვის გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს მთავრობის მეთაური ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, პრემიერმა აღნიშნა, რომ განწყობა არის ოპტიმისტური და გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

“აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის აბსოლუტურად რეალურია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში”, – აღნიშნა პრემიერმა.

Back to top button