თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, +78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტი დავით უძილაური გახდა.

სპორტული შეჯიბრებები ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში – სარაევოში გაიმართა.

Back to top button