გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომლის დროსაც 8 ადამიანი – მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.

ინფორმაციისთის, 2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის”.

Back to top button