გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული, მეფუტკრეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განკარგულების პროექტი. ეს შეეხება მეფუტკრე ფერმერების მხარდაჭერას. პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ, ჩვენ მოვახდენთ 50% -იან საგრანტო თანადაფინანსებას, სკების შესყიდვის ნაწილში. მათ ექნებათ საშუალება, რომ განაახლონ თავიანთი სკები და ასევე, შეიძინონ50 %-ით მეტი რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც დღეს ჰყავთ.
ჩვენ მეფუტკრე ფერმერებსვაძლევთ საშუალებას, რომ გაზარდონ წარმოება. წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ, რის შედეგადშესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე.ეს მიღწეულ იქნა იმ რეფორმებით, ასევე ლაბორატორიის შესაძლებლობის გაძლიერებით, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაშიგანხორციელდა.ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწილშიც ფერმერებს შევუწყოთ ხელი, რომ მათ შეძლონ თავიანთი სკებისგანახლება.
კოოპერატივების მიმართულებით ჩვენ წლებია უკვე ამ პროგრამას ვახორციელებთ, ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც თაფლს აწარმოებენ. ამ შემთხვევაში ეს შეეხება ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს. მათ პროგრამით გათვალისწინებული პირობებითექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, სკები, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.