თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას.

თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და კაპელანთა კორპუსის სახელით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი – სახარება გადასცა.

თავდაცვის უწყების ფინანსური დახმარებითა და მხარდაჭერით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში აშენებულია და მოქმედებს 19 ტაძარი, ხოლო მშენებლობის პროცესშია 5 ეკლესია.

Back to top button