გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე განახლებული სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

დღეს, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე განახლებული სამუზეუმო სივრცე გაიხსნა ასევე დასრულდა პეტრას ციხის ტერიტორიაზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ეს არის ახალი, თანამედროვე ტიპის სამუზეუმო სივრცეები, სადაც განთავსებულია გონიოსა და პატრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები! ექსპოზიციაში წარმოდგენილია ციხისა და მისი შემოგარენის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური მასალა გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით.

განახლებული სამუზეუმო სივრცე სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. მუზეუმის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Back to top button