მწვერვალ შხელდაზე არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3 800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

„სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button