ფულადი გზავნილების სტატისტიკა – 2024 წლის ივლისის მონაცემები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 96.0% მოდიოდა.

სების ცნობით, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.

დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია იხილეთ სების ვებგვერდზე.

 

 

Back to top button