კასპის სოფელ ერთაწმინდაში არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში რთულ საგზაო მონაკვეთზე დასრულდა არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო.

გზაზე მოწყობილია დამცავი კედელი და რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.

კეთილმოწყობილმა საგზაო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყო ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილება.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „ბესკო“ -ს მიერ განხორციელდა.

Back to top button