კასპში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სპორტული მოედანი დაათვალიერა.

ხელოვნურსაფარიანი მოედანი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

Back to top button