1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა – ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7313 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8942 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8810 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0792 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 ნოემბერს შევა ძალაში.

Back to top button