1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა – ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8772 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8548 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0793 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 ნოემბერს შევა ძალაში.

Back to top button