ზაალ მიქელაძე პაველ ჰერჩინსკის: თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით!!! სალომემ თუ გითარგმნა, მაშინ ჰო, მაგრამ არა მგონია ის და მისი უსამშობლო ,,კამანდა” თქვენი მესიჯების გარეშე ფორთხიალებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით გავრცელებული დეზინფორმაციის კასკადი მთლიანად აცდენილია ჩვენი განცხადების შინაარსს და ძირითად არსს“- წერს დეპუტატი და ევროპელ აქტორებს ურჩევს კარგად წაიკითხონ და მოისმინონ ხელისუფლების განცხადებები.

„ჰეი პაველ !!! თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით!!! სალომემ თუ გითარგმნა, მაშინ ჰო..მაგრამ არა მგონია..ის და მისი უსამშობლო ,,კამანდა” თქვენი მესიჯების გარეშე ფორთხიალებდნენ. თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით გავრცელებული დეზინფორმაციის კასკადი მთლიანად აცდენილია ჩვენი განცხადების შინაარსს და ძირითად არსს!!! ცხოვრებაშიც, საარჩევნო თუ სამთავრობო პროგრამის სლოგანშიც, კარგად წაიკითხეთ თუ მოისმინეთ: ღ ი რ ს ე ბ ი თ !!! “- წერს ზაალ მიქელაძე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

Back to top button