ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8746 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9894 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0819 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 დეკემბერს შევა ძალაში.

Back to top button