მდინარაძე აქციის მონაწილეების დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაპირისპირებაზე: ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიასთან აქციის მონაწილეების მხრიდან ტაძარში მივარდნის ფაქტს ეხმაურება.

მდინარაძის განცხადებით, ერთან მებრძოლი ძალისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ისინი ვეღარასოდეს გაიმარჯვებენ საქართველოში.

„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია… ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ! ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

Back to top button