მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს – ტვინები აქვთ ადამიანებს ოკუპირებული

„არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ძაღლს არ ერქვას „საბაკა“. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან და დააავადმყოფეს ადამიანები პირდაპირი გაგებით, ოჯახებში ტრაგედიები ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში – ეს არის ერის დასუსტების ერთ-ერთი იარაღი, რომ ოჯახებში შეიტანონ პოლარიზაცია და ამას, სამწუხაროდ, გარკვეულწილად ახერხებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ „ნაცების“ ევროპელობის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უწოდებენ რუსებს. მისივე განმარტებით, გარე რესურსის დახმარებით და „ტვინების რეცხვით“, ოპონენტებმა საზოგადოების ამ ნაწილის ტვინების ოკუპაცია მოახდინეს.

„ოჯახებში, ცოლ-ქმარს, დედმამიშვილებს, და-ძმებს, მშობლებსა და შვილებს შორის შეიტანეს დაპირისპირება – ვიღაცას სჯერა, რომ, ვინც ევროპულ გზაზე საქმით დადის, ის რუსია და ვინც ამის საწინააღმდეგოდ დადის – ის არის პროევროპელი. “ნაცის” პროევროპელობის სჯერათ ადამიანებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. „ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. ამ შედეგებამდე მიიყვანეს ადამიანების ტვინები და რომ ვამბობთ, ტვინები აქვთ ადამიანებს ოკუპირებული – ამას ვგულისხმობ, შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ. რეალურად, ამასთან გვაქვს საქმე, რომ ადამიანების ტვინებში, ამ თავისი ტვინების რეცხვით, გარე რესურსის დახმარებით, ისე შეაღწიეს, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ვიღაცები, რომ ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, ძაღლს „საბაკა“ ვერ ერქმევა და რუსეთს ებრძვიან რუსთაველზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button