საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან.
„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენ მიერ [ევროპარლამენტის] წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესკალაციისა და მაიდანის სტილში პროვოკაციებისკენ სწრაფვის მიზნით.
მიუხედავად ამისა, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან. ისინი წინააღმდეგობას უწევენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო და ახლა ცდილობს თქვენი [ევროპარლამენტის] მხარდაჭერით, ძალაუფლება ხელში ძალით ჩაიგდოს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი კეთილდღეობის და დემოკრატიის გარანტად აცხადებს თავს, იგი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ახალისებს, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.
„ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნო და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში, აღარ სურს, რომ სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ არის კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტი, მაგრამ საქართველოში ის ახალისებს „სახელმწიფო გადატრიალებას“, რომელიც ამ ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.