ირაკლი კობახიძე: ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში, თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, ვართ ღია, შესაბამისად, სრული თანხვედრაა ჩვენს გზავნილებს შორის

ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, პრემიერის თქმით, თუკი იქნება შესაბამისი დასაბუთება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ხელისუფლება მზად არის გადასინჯვისთვის.

„ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის. რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი – ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლის პრინციპებს, სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გადასინჯვისთვის. შესაბამისად, პრაქტიკულად ვიმეორებთ იმას, რასაც ამბობს ბატონი ალენ ბერსე “, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button