გიორგი ჩაკვეტაძე: წარმოუდგენელი შეურაცხყოფები ისმის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით. კოლექტიურ ნაცმოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები – სადაც თვითონ გაიმარჯვებენ

წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები – სადაც თვითონ გაიმარჯვებენ, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მაშინ როცა დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება – დისკუსია, ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და დისკუსიაზე უარს ამბობს, შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ.

„წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები – სადაც თვითონ გაიმარჯვებენ. დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება – დისკუსია! არჩევნებში დამარცხდნენ და დისკუსიაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Back to top button