მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის ოფისს შორს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ გაეროს გუნდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში გაეროს ოფისის საქმიანობაზე, მათ შორის, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თამშრომლობის მიმართულებით.

საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

Back to top button