გია აბაშიძე: კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან – ტრაგიკულია ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა, ჩვენი ბრძენი ხალხი კი იმაზე წინაა, ვიდრე „ნაცქაჯებს“ წარმოუდგენიათ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას – „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად”, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც აბაშიძე წერს, ბილდტი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები, სააკაშვილის ჯიბეზე არიან და მათი განცხადებები სასაცილოა.

„კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან, სასაცილოა მათი რემარკები. ტრაგიკულია იმ აქტორებისგან ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა. ჩვენი ბრძენი ხალხი კი იმაზე წინაა, ვიდრე ნაცქაჯებს წარმოუდგენიათ“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Back to top button