ზაალ ანჯაფარიძე: ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მათი ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა

ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბიღმით ისეა დაბრმავებული, რომ 20 იანვრამდე შესაძლოა, ბევრ რამეზე წავიდეს.

„ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება (მაგნიცკის სიაში მისი შეყვანა ჯერ ვერ გაბედეს), არის მათი ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა. როგორც ამ დილას დავწერე, ვიდრე სანქციების ამბავი გაცხადდებოდა, ეს ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული (საამისოდ მიზეზები აქვთ – ომში ვერ ჩაგვრთეს), რომ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრ რამეზე წავიდნენ, თუ ნახეს, რომ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს საწადელს“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Back to top button