თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის ევროატლანტიკური და ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს.
ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საზღვაო კაპიტან მატიე დუიეს საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს.
შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მომავალი წლის გეგმები დასახეს, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.