ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმიანება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან დავაში მოგებულ თანხას, რითაც ქარწყლდება ამერიკის საელჩოს მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ აღნიშნული თანხა ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის.
ჩიხელიძის თქმით, ორ წლიანი მტკიცების შემდეგ, რომ კრედიტ სუისთან დავას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ვიგებთ, რომ დავა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, დაინტერესებული მხარე კი აშშ აღმოჩნდა, რომლის ინტერესი არა ფინანსები, არამედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.
მისივე თქმით, დასავლეთი კრედიტ სუისს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ და შანტაჟის იარაღად იყენებდა, რათა მასზე ზემოქმედება მოეხდინა.
„ჩამოყალიბდით მეგობრებო… ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება არ აქვს და ასე მარტივად ვერ მოგვატყუებთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ,რომ კრედით სუისთან დავას პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, რასაც კოლექტიური დასავლეთი უარყოფდა, კრედიტ სუისთან დავა ახალ ეტაპზე 2022 წლიდან გადავიდა, რაც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას… რეალურად დასავლეთი კრედიტ სუისს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ და შანტაჟის იარაღად იყენებდა, რათა მასზე ზემოქმედება მოეხდინა! კოლექტიური დასავლეთი იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარ ინტერესებს შვეიცარიული ფინანსური სისტემის იმიჯი შესწირეს… ბიძინა ივანიშვილმა, სასამართლო დავა მოიგო (რადგან სიმართლე მის მხარეს იყო) მაგრამ აბსურდული მიზეზების გამო საკუთარ ფინანსებზე წვდომა დღემდე შეზღუდული აქვს.
ორ წლიანი მტკიცების შემდეგ, რომ კრედიტ სუისთან დავას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ვიგებთ, რომ დავა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, დაინტერესებული მხარე კი აშშ აღმოჩნდა, რომლის ინტერესი არა ფინანსები, არამედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არის! ივანიშვილისთვის ერთი ქართველის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსამართლოდ შეჩერებული ფინანსური აქტივი, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა,”- წერს დავით ჩიხელიძე.